მოსკოვმა ვაშინგტონისა და ნატოსგან პასუხი მიიღო
შეერთებულმა შტატებმა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, რუსულ მხარეს ოფიციალური დოკუმენტი გადასცეს, რომელშიც მოსკოვის ყველა ულტიმატუმზეა პასუხი გაცემული. დოკუმენტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები და ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩებიან. ისინი რუსეთს დეესკალაციისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ.
