კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ
ადგილობრივების თქმით მათ მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს . სოფლის მოსახლეობა შიშობს რომ თუ ეს დემარკაციის წინამოსამზადებელი სამუშაოებია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა ორი ადგილობრივის სახლი და ბაღი, ასევე სასაფლაოს ნაწილი,საძოვრები და სარწყავი არხი მოექცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბორდერიზაციას არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ რომ უკანონო სამუშაოები ღრმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს
