"ნაცმოძრაობის" აქცია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკმარისი არ არის. პარტია შსს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ აქციები თბილისსა და რეგიონებში გამართეს, სადაც მომხდარი გააპროტესტეს და პოლიტიკური მოთხოვნები გახმოვანეს.
