საქართველოში კოვიდინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 5 087 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 39 ადამიანი.
