რას ნიშნავს ომიკრონის დომინირება
კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა დრამატულად იზრდება. 24 საათიან ციკლში, დაავადებულთა რიცხვი ორმაგდება. ტესტირების პუნქტებთან, მუდმივად ხალხმრავლობაა. ომიკრონი უკვე ოფიციალურად დომინანტი შტამია. ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა, თუმცა გავრცელების ტემპი გამოწვევებს ზრდის. სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებიც უფრო ხშირია, შესაბამისად, ექიმები შიშობენ, რომ ეს მალე მუშახელის პრობლემას შექმნის
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
