საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონის დასაწყისში, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო
სივრცის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნენ. ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა
