გახარიას პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გარიგების შედეგად, წალენჯიხის საკრებულომ მოადგილეები აირჩია
პირველი მოადგილე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ავთანდილ გაბელია, ხოლო მეორე მოადგილე ლელოს წარმომადგენელი გიორგი დარსალია გახდა. მათ კანდიდატურას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას". პარტიამ მესამე მოადგილის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზეც უარი განაცხადა. მმართველი გუნდის შეფასებით, დღევანდელი პროცესები ოპოზიციური პარტიების ალიანსის გაგრძელებაა და "წინასწარ დადგმულ სპექტაკლში" ისინი მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
