დაასრულებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს, დღეს გახდება ცნობილი
ფრაქციის სხდომა, ნციონალური მოძრაობის ოფისში, ზუსტად ერთ საათში დაიწყება. გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტია სხდომაზე კონსენსუსით მიიღებს. წინასწარ ცნობილია, რომ გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვასხვაობაა. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა, როდის და რა ფორმით განაახლებს პარტია სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.
