ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები, პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა
ცნობილია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ კვირაში დაინიშნება და კანდიდატებს სწორედ იქ მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე, ხოლო ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი, ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი წარუდგინა.
