ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ
დღესვე გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება. პრეზიდენტმა პარლამენტს ამ პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე შესთავაზა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ ადგილზე კი - ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
