პრემიერმა ეპიდვითარება შეაფასა
მინისტრთა კაბინეტის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. განათლების, თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრები დღევანდელ კოვიდ სტატისტიკაში არიან. მთავრობის სხდომა მათ გარეშე ჩატარდა. პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში ომიკრონის შტამით გამოწვეულ რისკზე გაამახვილა ყურადღება.
