ინფიცირებული ბავშვები
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში ადგილი არ არის. იქ კორონავირუსით 25 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საერთო ჯამში, კლინიკაში 166 ინფიცირებული არასრულწლოვანია მოთავსებული, და მხოლოდ 16 ბავშვის მშობელია აცრილი. კოვიდ ვირუსი კი 8 მშობელს უდასტურდება.
