თბილისის მერმა სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
მოწმობები ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 56-ვე ოჯახს ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. კალაძის თქმით, დაახლოებით, 2-ი ათასზე მეტი ოჯახია უკვე დაკმაყოფილებულია და საერთო ჯამში, 300 მილიონის ქონებაა გადაცემული. ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, აუცილებლად დავეხმარებით, ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
