სერგეი ლავროსა და ენტონი ბლინკენს შორის მმოლაპარაკებები საათნახევარს გაგრძელდა
ჟენევაში გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ ჰქონია. თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებებს შუალედური უწოდა. სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, ენტონი ბლინკენმა კი თავის მხრივ გაიმეორა, რომ ნებისმიერ აგრესიას დასავლეთის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
