კაპიტოლიუმზე იერიშის საქმის გამოძიება შტატების ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილის ივანკა ტრამპის დაკითხვას ითხოვს
კომისიის წევრები ამტკიცებენ, რომ ივანკა ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმ მომენტს ესწრებოდა, როდესაც მამამისი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე ზეწოლას ახდენდა და სატელეფონო საუბრის დროს მისგან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარებას ითხოვდა. ამ დროისთვის უცნობია, აპირებს თუ არა ივანკა ტრამპი ჩვენების მიცემას.
