ავსტრიაში ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდება
შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა. თუ მთავრობის წინადადებას ზედა პალატაც მხარს დაუჭერს, ის ძალაში შევა პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ . ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აცრებს სავალდებულოს გახდის
