პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია
მიმდინარე კვირის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ პოზიციებზე ასარჩევად კანდიდატებს წარუდგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო
