ომის საფრთხე
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა ეს არ იქნება სრულმასშტაბიანი ომი - ეს მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეკუთვნის. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის ფონზე იზრდება დაძაბულობა და ომის დაწყების რისკი. ოფიციალური მოსკოვი საომარი მოქმედებებისთვის მზადებას უარყოფს, უკრაინის ლიდერი კი, მოსალოდნელი საფრთხის პირობებში, ქვეყნის მოსახლეობას ამშვიდებს.
