თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ ორ თეატრში ცხადდება
ამჯერად, კულტურის სამინისტრომ კონკურსი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოაცხადა.
