ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე მონაწილეობს, რომლის სახელწოდებაა ფიტური. ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს
