მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმმა მესამე დასკვნა გამოაქვეყნა
ომბუდსმენი აცხადებს, რომ პატიმრის მიმართ მკურნალობის მიდგომა არსებითად არ იცვლება. მისივე განმარტებით, სააკაშვილი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია რეკომენდაციები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაზე, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიცა.
