საქართველოში, მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უმოკლეს ვადებში მოხდება
საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას განცხადებით, თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლების შემოტანა და კონკურენციის გაზრდა, მედიკამენტებზე ფასების კლებას განაპირობებს, რაც ინფლაციურ პროცესებსაც გააჯანსაღებს. მთავრობის მეთაურის ინიციატივით, უკვე მეორე დღეა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი იმპორტიორებისთვის გახსნილია.
