ევროკავშირი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს
ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს წარმომადგენელმა, მარკო კავალერიმ განაცხადა. მისივე თქმით, მთელი მოსახლეობისთვის განმეორებითი ბუსტერ-დოზის გაკეთების აუცილებლობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, თუმცა სუსტი იმუნიტეტის მქონე მოქალაქეების მეოთხე დოზით აცრა დასაშვებია.
