რადიკალების შეტევაზე ოპოზიციაიზე
ნაციონალური მოძრაობისთვის ყველაფერი ისევ პატიმარი ლიდერის გარშემო ტრიალებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ პარტიაში პიროვნების კულტია და ქვეყანასაც ავტოკრატიული მეთოდებით მართავდნენ. სააკაშვილის გამო ნონა მამულაშვილი უკვე კოლეგა ოპოზიციონერებსაც ესხმის თავს და პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. მამულაშვილის წარმოდგენით, მთელი ოპოზიციური სპექტრი ვალდებულია სააკაშვილის წინაშე და მხოლოდ პატიმრის გათავისუფლებაზე უნდა იზრუნონ. ბრალდებებს ოპოზიციაში არ იზიარებენ. მმართველ გუნდში კი რუსულ ინტერესებთან უკვე დიდი ხანია თავად ნაციონალური მოძრაობა ასოცირდება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
