ძლიერი შტორმი
შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. შტორმმა განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, ასევე დაზიანებულია პოლიციის საგუშაგოს საყრდენი კედელი და სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც. მიყენებულ ზრალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი გაეცნენ. მათი განცახდებით, მიყენებული ზარალის აღსადგენად კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა უკვე დაწყებულია.
