კელი დეგნანის განცხადება
საქართველო - ნატოს ურთიერთობები, ქვეყნის დასავლური კურსი და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა - ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში გამართული შეხვედრების მნიშვნელობის შესახებ ამერიკის ელჩმა ისაუბრა. კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხრადჭერა და თქვა, რომ არ იქნება მოლაპარაკებები საქართველოსა და უკრაინაზე, საქართველოსა და უკრაინის აქტიური მონაწილეობის გარეშე. დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს დადების უფლება, როდესაც საუბარია ნატოში ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანებაზე.
