მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა
რას ნიშნავს საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა. პრემიერის ინიციატივა, რომელიც უკვე ძალაშია, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შეაფასეს. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოქალაქეებს წამლებზე დანახარჯი შეუმცირდებათ. სააგენტოს თავმჯდომარემ რეკომენდაციების იმ პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც 3 წლიანი მუშაობის შედეგად მომზადდა და რომელზე დაყრდნობითაც, ჯანდაცვის უწყებამ რეგულაციების პაკეტი უნდა შეიმუშაოს. ლექვინაძის შეფასებით, რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკის ცვლილება ერთ-ერთია იმ 11 რეკომენდაციიდან, რომლებიც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისა და რეგულირებისთვის მომზადდა. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ელექტრონული რეცეპტის შემოღება არაკეთილსინდისიერ გარიგებებს დაასრულებს.
