სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა
ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ნიკა გვარამიას განმარტებით, დაზარალებულად ცნობა დაცვის მხარეს საშუალებას მისცემს სრული წვდომა ჰქონდეს იმ მასალაზე, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს. დღესვე ექსპრეზიდენტის უფლება დამცველმა, მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვლავ მძიმეა. გვარამიას თქმით, თუკი შექცევადი შედეგი დადგება, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია - აცხადებს გვარამია.
