"ნაციონალური მოძრაობიდან" ოპოზიციას აკრიტიკებენ
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - მმართველი გუნდის ოპონენტები თავს უკვე ერთმანეთს ესხმიან. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნონა მამულაშვილი კოლეგა ოპოზიციონერებს რუსული ინტერესის გატარებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით ოპოზიციის ლუსტრაცია მოხდა და ნათლად გამოჩნდა, ვინ რისთვის იბრძვის ამ ქვეყანაში. ამ კონტექსტში საინტერესოა, ფრაქცია სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, ხათუნა სამნიძის პოზიციაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, პარლამენტში ოპოზიციის სრულფასოვნად მუშაობაა და არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებითვის ბრძოლა - რა ხდება ოპოზიციურ სპექტრში?
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
