7521 შემთხვევა - კონორავირუსის ანტირეკორდი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უპრეცედენტო რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 7521 ადამიანს დაუდგინდა. ამ მასშტაბის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში პირველად აღირიცხა. მონაცემები ადასტურებს, რომ ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება, რაც, სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ახალი შტამის, ომიკრონის ცირკულაციით არის გამოწვეული. 7521 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 4171 ინფიცირებული თბილისშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ისევ დედაქალაქია.
