ბრიუსელში დავით ზალკალიანი და ლაშა დარსალია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ
ითქვა, რომ ქართული მხარე გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელშესახები შედეგები იყოს მადრიდის სამიტისთვის, სადაც საქართველო და უკრაინა მიწვეულები არიან. შეხვედრაზე განიხილეს ალიანსსა და საქართველოს შორის პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება.
