პრემიერი გუბერნატორებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებთან ერთად, რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.
