პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა დიპლომატებთან
პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. იგორ დოლგოვმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარისგან მისალოცი წერილი ოფიციალურად გადასცა. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და საერთო ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა და მისგან პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მილოცვა მიიღო. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს.
