2 უწყების ხელმძღვანელი პირების შესარჩევი კონკურსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ. კონკურსებში მონაწილეობის პირობები კი გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე, საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპეტქორის სამსახურის გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაუჭირა. შედეგად კი იქმნება ორი უწყება - საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
