ღვინის რეკორდული ექსპორტი
107 მილიონი ბოთლი ღვინო 62 ქვეყანაში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია. თვალსაჩინოებისთვის, 2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 360%-ით გაიზარდა. ამჟამად ღვინის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 400-ზე მეტი ქართული კომპანია ახორციელებს. ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად, 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალია მიღებული.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
