მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან
მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი ხდება. სახელმწიფომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის შესაბამისი მედიკამენტები შემოვა, რაც მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შესახებ დავალებები პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ გასცა. რატომ არის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი ჩვენთვის საინტერესო?
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
