გორში გზები ინტენსიურად იწმინდება
გორის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. გაწმენდილია ცენტრალური გზები და სამუშაოები ამ ეტაპზე მაღალმთიან სოფლებში მიმდინარეობს. გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს შესაბამისი ტექნიკა ქალაქის ქუჩებში უკვე მეორე დღეა ინტენსიურად მუშაობს და იყრება ქვიშანარევი ტექნიკური მარილი. დილიდან იწმინდება საფეხმავლო ბილიკები და ბორდიულები. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
