პრემიერის შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულებთან
პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებთან ერთად, რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია. შეხვედრისას, თითოეული რეგიონის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული პროექტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები.
