შეხვედრა უკრაინის ელჩთან
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს- იგორ დოლგოვს შეხვდა. უკრაინის ელჩმა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარისგან მისალოცი წერილი ოფიციალურად გადმოსცა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას, უნიკალურ მეგობრობასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებებით საერთო საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.
