საჩივარი სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა.საუბარია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას ეხებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმა 2000 ლარი გაუქმდა.
