NATO - საქართველო
ნატო - რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ, ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებზე, ბრიუსელში მსჯელობა იმართება. იქ უკვე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ წუთებში, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან არაფორმალურ შეხვედრას მართავს. დღესვე დავით ზალკალიანი, ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ნატო- რუსეთის საბჭოზე რუსეთთან განხილული თემები, საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მიმართ მოკავშირეების ურყევი მხარდაჭერა და მომავალი გაწევრიანება იქნება. ნატოში ამბობენ , რომ ორგანოზაციის კარი ღია რჩება, მოსკოვის წარმოდგენელი დოკუმენტი არ ექვემდებარება განხილვას და ბუქარესტის გადაწყვეტილების რევიზია არ მოხდება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
