ღვინის ექსპორტის რეკორდული ზრდა
2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოა - მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ამ საკითხზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯამურად ღვინის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია, 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი. 2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი თითქმის 360%-ით გაზრდილია. თუკი 2012 წელს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი იყო 71 მილიონი დოლარი, შარშან ეს მაჩვენებელი 250 მილიონ დოლარამდე გაიზარდა - აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილი.
