მედიკამენტები თურქეთიდან
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, დღეს თურქეთის ბაზარი გაიხსნა, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. ამასთანავე, როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, ეს გადაწყვეტილება მედიკამენტებს, მნიშვნელოვნად გააიაფებს.
