ფინანსური ზონები საქართველოში
დღესვე მთავრობის მეთაურმა განცხადება გააკეთა ქვეყნის მასშტაბით, ორი ფინანსური ცენტრის შექმნის შესახებაც. იგეგმება ერთი, თბილისის ფინანსური ცენტრის მოწყობა, რომელიც თბილისის ზღვასთან განთავსდება, ხოლო მეორე გონიოში, უფრო მულტიფუნქციური ცენტრი შეიქმნება. ღარიობაშვილის განმარტებით, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. პრემიერი ამბობს, რომ ამ ზონების მოწყობა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ცნობილია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესს, კოორდინაციას ეკონომიკის მინისტრი გაუწევს.
