ელექტროენერგიის სუბსიდირება
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს.
