სანდრო ბაზაძის ისტორიული გამარჯვება
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია. მან ფინალში რუსი კამილ იბრაგიმოვი დამაჯერებელი ანგარიშით 15-8 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. ეს ისტორიული შედეგია , რადგან სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი მოფარიკავეა , რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო .
