მამუკა ხაზარაძის პერფორმანსი ტელეკომპანია ‘’იმედთან’’
გუშინ საღამოს ‘’ლელოს’’ ლიდერმა ჯერ ფეისბუქზე პოსტები გამოაქვეყნა, შემდეგ კი ტელეკომპანიასთან პირდაპირი ეთერის მოთხოვნით, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად მივიდა. მანამდე კი, ოთხი დღის განმავლობაში, ‘’იმედის კვირა „ , რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სიუჟეტს ამზადებდა - მისგან კომენტარის გაკეთებას ელოდებოდა . მიმოწერები ადასტურებს, რომ ხაზარძემ ინტერვიუს ჩასაწერად მზადყოფნაც გამოთქვა, თუმცა ბოლო წუთს, საკუთარი პირობა წამოაყენა და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვა, რაზეც განემარტა, რომ გადაცემის ფორმატი სტუმრების მიწვევას პირდაპირ ეთერში არ ითვალისწინებდა . ამასთან გადაცემის ავტორისგან და არხის საინფორმაციოს ხელმძღვანელისგან მიიღო შეთავაზება , რომ სურვილის შემთხვევაში, მისი კომენტარი საინფორმაციო გამოშვებაში და საჭიროების შემთხვევაში, "იმედის კვირაშიც" გავიდოდა, თუმცა მამუკა ხაზარაძემ ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა
