მრავალსაუკუნოვანი დროშა
ევროპის ერთ-ერთი უძველესი დროშა, რომელიც საქართველოს ევროპული ცივილიზაციის კუთვნილების სიმბოლოა. ერთიანი საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ჯერ კიდევ შუა საუკუნეების კარტოგრაფიულ რუკებზე გვხვდება. ის დღემდე სახელმწიფო სიმბოლიკის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფო დროშად მის გამოცხადებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და ამის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. 1999 წელს საკითხი თითქმის გადაწყდა, თუმცა საბოლოოდ, სურვილი რეალობად 2004 წლის 14 იანვარს იქცა და ორგანული კანონიც ძალაში შევიდა. სწორედ ამიტომ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოაცხადა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
