ინტერვიუ მარიამ ქვრივიშვილთან
გაგაცნობთ კიდევ ერთ მონაცემს. 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ მილიარდ ორასი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასულ წელს საქართველოში ორ მილიონამდე ტურისტი იმყოფებოდა და 2020 წელთან შედარებით ვიზიტორების ზრდამ 45.1%-ი შეადგინა. ამ თემას განვიხილავთ სწორედ სტუმართან ერთად, ქრონიკის კითხვებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უპასუხებს.
