სახელმწიფო დროშის დღე - გამოფენა პარლამენტში
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ორგანიზებით პარლამენტში გამოფენა გაიმართა. შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში დროშისა და სიმბოლიკის ისტორიის ამსახველი რუკები იყო წარმოდგენილი. სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, გამოფენაზე იმყოფებოდნენ დეპუტატები.
